Wednesday, June 6, 2012

ღონისძიებები საქართველოში კულტურული ტურიზმის განვითარების მიზნით.

კულტურული ტურიზმის პროგრამას ორი ძირითადი ასპექტი განსაზღვრავს:
  1. კულტურული ტურიზმის ეკონომიკა (ბაზრის შესწავლა, დაგეგმვა, ანალიზი)
  2. და
  3. შინაარსობრივი (შემეცნებითი მოგზაურობებისათვის ფორმების, სახეების, თემატიკის, სამოგზაურო მარშრუტების და ექსკურსიების შედგენა).
კულტურული ტურიზმის ტურისტული პროდუქტის - კულტურული ტურის კონკურენტუნარიანობა პირდაპირ პროპორციულადაა დამოკიდებული საჩვენებელი ობიექტის ღირსებებზე და მი იმფრასტრუქტურაზე, რაც უმრავლეს შემთხვევაში ძეგლების, როგორც მთავარი საჩვენებელი ობიექტის, გარშემო არსებობს. ამდენად საქართველოში კულტურული ტურიზმის განვითარება უნდა დაიგეგმოს ისტორიული ძეგლების ისტორიულ-ხუროთმოძღვრულ ღირსებებისა და მათ გარშემო არსებული იმფრასტრუქტურის გათვალისწინებით.
თანახმად საერთაშორისო ტურიზმის ექსპერტთა დასკვნისა, რომელიც გაკეთდა კომპანია “კუპერსი და ლიბრანდტის“ საქართველოში ტურიზმის სახეების განვითარების მხრივ კულტურულ ტურიზმს ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად საქართველოში ძეგლთა სიმრავლისა და მოვლა-პატრონობის მცდელობისა, „ძალიან ბევრი ძეგლი ჯერ კიდევ ვერარის სათანადოდ მოვლილი, რათა შეჩერდეს მათი განადგურება და ისინი წარსდგდენ სრულმნიშვნელოვანი სახით დამთვარიელებელთა წინაშე. მუზეუმებში არსებული ექსპონატების პრეზენტაციისა და მათი ინტერპრეტაციის მხრივ მთელი ათწლეულით თუ მეტით არა უკან არის დასავლეთთან შედარებით, მიუხედავათ იმისა, რომ ექსკურსია მძღოლები უნივერსალური კვალიფიკაციის არიან, საკითხის ცოდნით და მისი დამოკიდებულებით კულტურასთან, მათ მიერ ენის ცოდნისა და პროფესიონალური მანერის გამო.“ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კულტურული ღონისძიებათა ტურიზმისათვის ბაზარი იზრდება, იგი მოიცავს საერთაშორისო ფესტივალებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენებს, რაც ტურისტულმა ორგანიზაციებმა კულტურის სამინისტროსთან მჭიდრო კავშირში უნდა განახორციელონ. შახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს კულტურულ სანახაობათა ტურების ორგანიზატორებს მუზეუმების, ძეგლების, თეატრების მოვლ-ატრონობის გზით. თავის მხრივ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შემდეგში ხელს შეუწყობენ კულტურული მემკვიდრეობის შენახვას თაობებისათვს გადასაცემად. ასეთივე მიდგომა სჭირდება დაცულ ტერირორიებს და ეროვნულ პარკებს, სადაც ტურიზმისათვის უნდა გამოიყოს ტერიტორიები: სასეირნო და საჯირითო ბილიკები. კულტურული ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელია ტრანსპორტის განახლება, შავ ზრვაზე კრუიზების ჩათვლით.
მსხვილ ქალაქებში და კულტურულ ცენტრებში ეკონომიური კლასის სასტუმროების ქსელის გაფართოვება საქალაქო ტურიზმის დამკვიდრების მიზნით.
კულტურული ტურიზმისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ფართო მოცულობის შემეცნებითი ტურების ორგანიზება. ამ მიზნით უნდა მოხდეს სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთობლივი მარკეტინგის შესაძლებლობების გამოკვლევა. ასევე დადგინდეს თურქეთთან და რუსეთთან ერთიბლივი მარკეტინგის გამოყენების მიზანშეწონილობა.
სახელმწიფო ხელშეწყობა კულტურული ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებით უნდა მოხდეს მიზნობრივი რეკლამისა და საინფირმაციო საშვალებების გამოყენების გზით. ამ მიზნით უნდა გაფართოვდეს, საქართველოს როგორც ტურიზმის ქვეყნის, გაცნორბიერების სფერო ძირითად პოტენციურ ბაზრებზე, რაც ხელმიუწვდომელია კერძო სექტორისათვის, შემდეგი საშვალებების გამოყენებით: მონაწილეობა საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობებზე და გამოფენებზე, უცხოელი ჟურნალისტების საქართველოში მოწვევა, უცხოეთის პრესაში და ინტერნეტის ქსელში საქართველოს ტურიზმზე ინფორმაციის გავრცელება, თემატური კონფერენციების ორგანიზება და სხვ.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გაანალიზებული იქნა საქართველოში ტრადიციულად არსებული შემეცნებითი ტურისტული მარშრუტები, რომლებსაც უახლოვეს წარსულში სთავაზობდნენ უცხოელ, მათ შორის საბჭოთა ტურისტებს, ამ მარშრუტების შედგენის პრინციპები და ტურისტთა მოგზაურობების მოტივაციები, აგრეთვე სადღეისოდ საერთასორისო ტურისტულ ბაზარზე არსებული მოთხოვნილება, რის შედეგადაც განისაზღვრა იმ უმნიშვნელოვანესი ძეგლების ნუსხა, რომლებიც პროგრამის პირველ ეტაპზე უნდა შევიდნენ ტურისტულ მარშრუტებში. ეს უმნიშვნელოვანესი ძეგლები შეადგენენ კულტურული ტურიზმის საფუძველს და საზელმწიფომ უნდა იზრუნოს მათ გარშემო შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა-მოწესრიგებაზე.
მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტებზე ტურიზმის განვითარების პროგრამა ეხმარება მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტსა და რეგიონალურ ცენტრებს. პროგრამა საშვალებას იძლევას ტურიზმის ისეთი საკითხების გადასაჭრელად, როგორიცაა ობიექტების შენახვის, პროგრამების შემუშავება და მართვა. პროგრამა შეიცავს მენეჯერების მომზადებას,მყარი ტურიზმის განვითარების მეთოდიკებით. სწავლება ჩატარდა შრი-ლანკაში, ბენინში, ვიეტნამში, მომავალში ჩატარდება რუსეთში, ჩინეთში, სამხრეთ-აზიაში. იმედია საქართველოშიც.
2001 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტებზე ტურიზმის განვითარების პროგრამა საფუძვლად დაედო ტურიზმის განვითარების სხვადასხვა პროექტებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოებზე დაყრდნობით შესაძლებელია ითქვას, რომ მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ტურიზმის განვითარებისა და მსოფლიოს მემკვიდრეობის ობიექტების შენახვის შექმნაში.
ეს მოქმედებები ითვალისწიებენ გაეროს ავტორიტეტს, მსოფლიო მემკვიდრეობის აღიარების მნიშვნელობას და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ითვალისწინებენ ბაზურ სწავლებას. პროგრამის სტრუქტურა შეიცავს 7 ძირითად მიმართულებას, რომელიც განაპირობებს პოლოტიკასა და ინიციატივებს ამ ობიექტებზე ტურიზმის მყარი განვითარებისათვის.
მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტებზე განვითარების პროგრამის სტრუქტურა.
  1. მართველობის სტრუქტურის შემუშავება მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტებზე „მდგრადი ტურიზმის განვითარების პოზიცია: მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების შეფასება იმ მიზნით, რომ განისაზღვროს როგორ შეიძლება ტურიზმი გამოყენებულ იქნას რომ შევარბილოთ მოსალოდნელი საფრთხეები, ამავდროულად განისაზღვროს განვითარების დაგეგმვის პროცესი ობიექტებზე ტურიზმის განვითარების კონცეფციისა და მართვისთვის.
  2. ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ტურიზმთან დაკავშირებული დარგების შესწავლა, ტურისტული მოღვაწეობიდან მოგების მიღების მიზნით. ტურიზმი ქმნის მოთხოვნების ფართო სპექტრს, რითაც განაპირობებს მოსახლეობის განვითარების შესაძლებლობას, თუ ეს მომსახურება დაკავშირებულია დაცულ ტერიტორიებთან, აპირობებენ მიწის ალტერნატიურ გამოყენებას ფიქრობენ რომ ტურიზმი ქმნის ობიექტის მართვის და შენახვის პირობებს. მოღვაწეობაში შედის აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობის შესვლა ტურიზმის მოღვაწეობაში.
  3. მაგალითად, გიდების მომზადება და მცირე საწარმოების შექმნა. ასევე მომსახურების სფეროს განვითარება.
  4. კულტურული მემკვიდრეობის ირგვლივ მოსახლეობის დახმარება, მათი პროდუქციის გასაღება.
  5. კულტურული ობიექტების მარკეტინგი აუცილებელია, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას ათავაზობს შემოსავლების ალტერნატიულ წყაროს. Mმცირე ორგანიზაციები, ისეთები როგორიცაა ადგილობრივი გიდების ასოციაციები სანაოსნო სადგურები და ადგილობრივი მცირე საწარმოები იშვიათად არიან რეგიონალური, ფედერალური ან საერთაშორისო წარმონაქმნები.
  6. ვარაუდობენ, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი, რომელიც იმუშავბს ტურისტულ წარმოებასთან, ითამაშებს მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო კავშირებისა და ადგილობრივი ნაწარმის მოთხოვნაში.
  7. საზოგადოებაში კულრუეული მემკვიდრეობის მნიშვნელობის წარმოჩინება და ადგილობრივი მოსახლეობის თვითშეგნებისა და სიამაყის განცდის გამყარება მოსახლეობის განათლებით.
  8. ადგილობრივ მცხოვრებლებს ყოველთვის ბოლომდე არ ესმოთ კულტურული ობიექტის გლობალური მნიშვნელობა და მიზეზი, რის გამოც მათ მიენიჭათ დაცვითი სტატუსი. გასანმანათლებელ პროგრამებს შეუძლიათ დაძლიონ ეს გაუთვითცნობიერებულობა. როცა მოსახლეობა გებულობს, თუ რა ძვირფასია ობიექტი, მასში მატულობს პატივისცემის,თვითშეგნებისა და სიამაყის გრძნობა. შედეგად ებადება ობიექტის დაცვის სურვილი, რომელიც მხოლოდ ეკონომიკით არ შემოიფარგლება.
  9. ტურიზმის გამოყენება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვისა და შენახვისათვის საჭირო შემოსავლების მისაღებად. ტურიზმიდან შემოსავლების მიღება ხორციელდება უშუალოდ მსოფლიო კულტურული მემკვიდრების ობიექტების მნახველებისაგან თანხების მიღებით, სხვადასხვა შემოწირულობების სახით. ამავდროულად მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტებმა შეიძლება მიიზიდონ ტურისტული წარმოებები, რითაც გაიზრდება ადგილობრივი მოსახლეობის დაინტერესება და მიზიდვა. ეს საშვალებას მისცემს ტურისტულ პარტნოირებს განავითარონ შემოქმედებითი მიდგომა ფინანსური მოგების გაზრდისათვის.
  10. მიღებული გამოცდილების გავრცელება სხვა ობიექტებსა და დაცულ ტერიტორიებზე.
  11. მსოფლიო მემკვიდრეობის პროგრამის მიზანია: გაავრცელოს ინფორმაცია და სწავლების სისტემები ობიექტების მმართველებს შორის. პრაქტიკული ინფორმაცია განკუთვნილია მაღთველებისათვის თუმც შესაძლოა სასარგებლო იყოს უმაღლესი ხელმძღვანელობისთვისაც. კონცეფცია, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების გამოყენებას ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების ბაზად, არის საგანმანათლებლო სტრატეგიის ძირითადი გასაღები.
  12. მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გააზრება, ტურ ინდუსტრიის ხელმძღვანელებისა და კლიენტების ქმედება და პოლიტიკა ამ სფეროში.
  13.  
  14.  
  15.  

No comments:

Post a Comment