ტურიზმი


ტურისტული მოგზაურობის გეოგრაფია გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. საერთაშორისო ტურისტების 2/3 ევროპისქვეყნებში მოგზაურობს. შემდეგ ყველაზე პოპულარული რეგიონია ამერიკა, რომლის წილად მოდის ტურისტების 20%,აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის ქვეყნებზე მოდის 10%, აფრიკაზე 3%.

2010წელს, მსოფლიო მასშტაბით 940 მილიონი საერთაშორისო ტურისტული ჩასვლა განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 6.6%-ით მეტი იყო.2010 წელს, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა $919 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (693 მლრდ ევრო),რაც 2009 წელთან შედარებით 4.7%-იანი ზრდა იყო.
  *** საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2005 წლის პირველ კვარტალში საქართველოს 71,6 ათასი ტურისტი ესტუმრა. ჩამოსულთა შორის 38.2 ათასი დსთ-ს მოქალაქე იყო, დანარჩენი 33.4 ათასი ტურისტი კი საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდა.
2005 წლის აღნიშნულ პერიოდში 2004 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქვეყანაში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 18.2 პროცენტით გაიზარდა.
სსდ-ის მონაცემებით 2005 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსული ტურისტები ვიზიტის მიზნიდან გამომდინარე შემდეგნაირად განაწილდნენ: მოგზაურობა და დასვენება – 28.1 პროცენტი, მეგობრებისა და ნათესავთა მონახულება – 31.7 პროცენტი, საქმიანი და პროფესიული მიზნები – 37.6 პროცენტი, სხვა მიზნები – 2.6 პროცენტი.
*** 2011 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 486,506 უცხოელი ვიზიტორი ჩამოვიდა 2011 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 486,506 უცხოელი ვიზიტორი ჩამოვიდა. როგორც "პირWელს" საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მონაცემს 41%-ით აღემატება. მისივე ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ევროპის რეგიონიდან 468,962 უცხოელი შემოვიდა. "ზამთრის სეზონზე საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ჩასული უცხოელი ტურისტების პარალელურად, თბილისსა და ბათუმში ბიზნეს-ვიზიტორების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ეს ტენდენცია იმაზე მეტყველებს, რომ ბათუმს არასეზონის შემთხვევაში ისეთი მნიშვნელოვანი ნიშა უკავია, როგორიცაა საქმიანი შეხვედრები, კონფერენციები და სხვა. აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონში და კერძოდ ბათუმში ზამთრის სეზონზე უცხოელი ტურისტების რაოდენობის ზრდა ნაწილობრივ ბათუმში ჩატარებული სხვადასხვა კულტურული ღონისძიებითაა გამოწვეული", - განმარტავენ ტურიზმის სააგენტოში.